|
2019-10-11 15:54:52, 1516 ნახვა
საზოგადოება
ჭიაურელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჭიაურელის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. პროექტს დიდუბის რაიონის გამგეობა ახორციელებს. კახა კალაძის განცხადებით, ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი წვიმის დროს ქუჩის მცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. „დიდუბის გამგეობა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს კერძო დასახლებებაა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები ერთმანეთში იყო არეული და წვიმის დროს სახლებში იქმნებოდა პრობლემები. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს საკითხი სრულად მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, მოეწყობა 1255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ასევე, მოეწყობა 36 ცხაური და 14 გვერდმიმღები, დამონტაჟდება სათვალთვალო და სანიაღვრე ჭები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს. პროექტი დაახლოებით 600 000 ლარი ჯდება. სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობა ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებს. პროექტის მიმდინარეობას დედაქალაქის მერთან ერთად დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია გაეცნენ.
(NS)
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)