|
2019-10-11 13:46:12, 3476 ნახვა
რეგიონი
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს და შეკითხვებს უპასუხეს. ბაღდათის მოსახლეობამ საშეშე მერქნის მოპოვების გამარტივების, სასმელი წყლის მიწოდების, სოციალური დახმარებების და ქალაქის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრეს და მიიღეს დაპირება, რომ ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით მოგვარდება. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს ის პროგრამები გააცნო, რომელსაც სამინისტრო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)