20:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 16:41:00, 1935 ნახვა

ეკონომიკა
ამერიკელი ღვინის პროფესიონალები საქართველოს სტუმრობდნენ

ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაეცნენ. ღვინის პროფესიონალების ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „მარქ ენერჯის“ დირექტორი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობდა. 16-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში  იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ.

ღვინის პროფესიონალების ჯგუფი  ღვინის მარნებს გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში ეწვია. ქუთაისსა და წინანდალში გაიმართა დამატებითი დეგუსტაციები, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პროდუქცია ამერიკელი პროფესიონალებისთვის წარედგინათ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობაა. საქართველოს მეღვინეობის დარგთან შეთანხმებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 533206 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ითაა გაზრდილი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics