|
2019-10-04 14:15:44, 1113 ნახვა
საზოგადოება
თბილისში უროლოგთა პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა
თბილისში, ევროპის უროლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და კავკასია - ცენტრალური აზიის ქვეყნების უროლოგთა პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა. წელს პირველად, საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის 8 ქვეყნის ერთობლივ სამეცნიერო კონგრესს უმასპინძლა. 8 მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლების გარდა 2 დღიანი ღონისძიებას ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც ესტუმრნენ: ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან.. ღონისძიება საქართველოში სამეცნიერო და სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ისევე როგორც საქართველოს, როგორც ლიდერის როლის წარმოჩენას რეგიონში. იგი უპრეცედენტო რაოდენობის დელეგატებს მოიცავს. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია 8 მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთათვის იმ სამედიცინო სერვისებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა-შეთავაზება, რომელიც დღეისათვის კავკასია ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სწორედ საქართველოშია გამორჩეულად განვითარებული. კონგრესი დიდ საგანმანათლებლო მნიშვნელობას ატარებს ქართველი ექიმებისთვისაც. მის ფარგლებში, ე.წ. „ცოცხალი ქირურგიის“ სესია ჩატარდა, რომლის დროსაც, ევროპელი უროლოგებმა გერმანიიდან, ესპანეთიდან და სამერძნეთიდან, თბილისი ორ სამედიცინო დაწესებულებაში ურთულეს ქირურგიული ოპერაციები შეასრულეს „ლაივ რეჟიმში“. დელეგატებს საშუალება ჰქონდათ თვალყური ედევნებინათ ყველაზე თანამედროვე ოპერაციულ ტექნიკებისათვის და შეკითხვები დაესვათ ოპერაციების მსვლელობისას. საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგთა საბჭოს ინიციატივით რეგიონალური კონგრესი ქართული უროლოგიური სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსს ლავრენტი მანაგაძის ხსოვნას მიეძღვნა.
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
საქართველოს პროკურატურამ 21.5 მილიონი ლარის ოდენობის ფულის გათეთრების სქემა გამოავლინა
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)