13:11 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 15:13:08, 3801 ნახვა

რეგიონი
ბათუმი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მასპინძლობს

ბათუმში NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი მიმდინარეობს, რომელშიც 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი მონაწილეობს. დელეგაციას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.

NATO-სგენერალური მდივნის მოადგილეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

,,ბათუმი და აჭარა უკვე ტრადიციულად მასპინძლობს მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს.  დღეს გაიმართება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მონაწილეობს 29 მუდმივმოქმედი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეყოლება მაღალი რანგის სტუმარი, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტმიოლერი",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით.

ასევე,  NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას გამართავს. წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics