|
2019-10-02 18:35:47, 1500 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსამხურის ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო შერეულ სასაწყობო ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მუშაობდა 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. „უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილზე დარჩება ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით, ტარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)