13:12 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 17:03:29, 3800 ნახვა

რეგიონი
აჭარის სოციალური პარტნიორობის კომისიის სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის მესამე სხდომა ჩატარდა.

სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ილია ვერძაძემ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ - ირაკლი პეტრიაშვილმა და უკრაინის პროფკავშირების ფედერაციის პრეზიდენტმა - გრიგორ ოსოვოიმ, რომლებმაც ისაუბრეს რეგიონულ დონეზე კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე, სოციალური პარტნიორობისა და დიალოგის შედეგად პრობლემების მოგვარების შესაძლებლობაზე.

სხდომაზე მხარეებმა, 2019 წლის 15 მარტის კომისიის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს, შვებულების გამოთვლის შესახებ საკითხის შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადებისა და მისი კომისიისათვის წარსადგენად დამატებით ორი თვის ვადა მისცა. ასევე შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ორი თვის ვადაში კომისიას წარუდგენს სამოქმედო გეგმას. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 24 აპრილის N10 დადგენილებით შეიქმნა. სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO).

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics