10:28 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 15:07:26, 1344 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N34, N35 და N36 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი გასართობი მოედანი განთავსდა, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდა. სკვერში საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, დამონტაჟდა ლამპიონები, განთავსდა საპარკე სკამები და  ტერიტორია ხის ღობით შემოისაზღვრა.

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

„რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს უკვე 20 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჟამად, სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, რომლებიც უკვე შეძლებენ კომფორტულ და კეთილმოწყობილ სივრცეში გართობას და დასვენებას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 437 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ტაომ“ შეასრულა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics