18:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 19:54:16, 7073 ნახვა

სამხედრო
ქართველი გენერალი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში უსაფრთხოების საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას (Deputy DCOS Security Assistance) დაიკავებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე აღნიშნულ თანამდებობაზე ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

ავღანეთში გამგზავრებამდე ბრიგადის გენერალ ნიკოლოზ ჯანჯღავას საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მმართველობაში (ქ. ქაბული) საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას პირველად დაიკავებს. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ სამხედრო მართვის რგოლი ტრადიციულად ნატოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობიდან კომპლექტდება.

ნატოს სამშვიდობო ოპერაციის მართვის პროცესში ქართველი გენერლის ამოცანას წვრთნების, რჩევისა და დახმარების ღონისძიებების (Training Advising Assisting) უზრუნველყოფა წარმოადგენს. ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელს შორის მჭიდრო სამხედრო-დიპლომატიური კავშირების განმტიცებაზე იქნება პასუხისმგებელი. ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მზადყოფნის ამაღლების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე საერთაშორისო მრჩევლების მუშაობას კოორდინირებასა და კონტროლს გაუწევს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics