|
2015-07-14 16:45:18, 633 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო იუნესკოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ეკლესიების ზედამხედველობისკენ მოუწოდებს
საპატრიარქო იუნესკოს საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ეკლესია–მონასტრების ზედამხედველობისკენ მოუწოდებს. აღნიშნული საკითხის შესახებ განცხადება გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრეა გვაზავამ საპატრიარქოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიტროპოლიტის თქმით, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებული ქირის მე–15 საუკუნის ფრესკები ნაწილობრივ დაზიანდა და ცხინვალის ღვთისმშობლის ეკლესიად გადაკეთდა. „რაც შეეხება სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ჩვენს ეკლესია–მონასტრებს, სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, ქირის მე–15 საუკუნის ფრესკები ნაწილობრივ დაზიანდა, გადაკეთდა ცხვინვალის ღვთისმშობლის ეკლესიად. ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი საზოგადოებისთვის სირცხვილია. რამდენადაც ჩვენ ვიცით, აღნიშნულმა ფაქტებმა ცხინვალის ინტელიგენციის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რაც გვაძლევს იმედს, რომ საშიშროება, რომელიც სავარაუდოდ, ემუქრებოდა სხვა ქართულ ტაძრებსაც – იკორთას, არმაზს, ყაჩაეთს, გომართას... რეალობად არ იქცევა. ჩვენ ვთხოვთ იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციას დაგვეხმარონ, რათა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია–მონასტრებზე გასწიონ ზედამხედველობა, რომ მსგავსი ქმედებები აღიკვეთოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრეა გვაზავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)