|
2019-09-26 16:28:52, 1870 ნახვა
საზოგადოება
„ხელფასი უსწრაფესად უნდა დარიგდეს“ - თურნავა ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში ჩავიდა და მეშახტეებს შეხვდა. როგორც თურნავამ აღნიშნა, "საქნახშირს" მოძიებული ჰყავს ინვესტორი და ეს დიდი გამოცდილების მქონე ქართული ჯგუფია. მანვე განმარტა, რომ უფრო მეტ დეტალზე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. "ამ ეტაპზე ვეკონტაქტებთ "საქნახშირს". ამ კომპანიას აქვს დიდი ისტორია. 2006 წლიდან ფლობენ შახტებს და გარკვეული მოდერნიზაციაც გააკეთეს. თუმცა, როგორც ჩანს შეექმნათ გარკვეული პრობლემები. პირველ რიგში ისინი იყვნენ და არიან პასუხისმგებლები, რომ გასტუმრებულიყო ყველა ვალდებულება, ყველაფერი გაეკეთებინათ, რომ მოპოვება ყოფილიყო უსაფრთხო. არსებულ პრობლემებზე ვისაუბრებთ. რაც მთავარია თავად კომპანია უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფებთან. მათ მოძიებული ჰყავთ ინვესტორი. ჩემი ინფორმაციით ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა ტიპის მაგნის, ოქსიდით ტრეიდინგში. ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები. ჩემთვის არის მთავარი, რომ მოვისმინო დამაჯერებელი პასუხიები კითხვებზე, როდის იქნება ხელფასები გასტუმრებული და უსაფრთხო შრომის პირობებში როდის აღდგება მოპოვება, ასევე როდის დაიწყებს საწარმო ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელფასი უსწრაფესად უნდა დარიგდეს", - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)