|
2019-09-25 19:15:27, 6815 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტი - ტრამპმა ზელენსკისთან საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო ტრანსკრიპტის ჩანაწერი გამოაქვეყნა. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "დემოკრატიულმა პარტიამ" ის ზელენსკის დაშანტაჟებაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში დაადანაშაულა. კერძოდ, როგორც "დემოკრატები" აცხადებენ, ტრამპი ზელენსკის დაემუქრა და უთხრა, რომ უკრაინამ 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებდა. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ტრანსკრიპტიდან არ ჩანს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ზელენსკის გარიგების დადებას სთავაზობს, თუმცა რამდენჯერმე ამბობს, რომ "ამერიკა უკრაინას ძალიან კარგად ექცევა". "ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ უკრაინისთვის. ბევრ ძალისხმევას ვხარჯავთ უკრაინაზე, იმაზე უფრო მეტს ვიდრე ევროპის ქვეყნები. უფრო მეტს უნდა გეხმარებოდნენ. გერმანია პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ. როდესაც ანგელა მერკელს შევხვდი, ის საუბრობს უკრაინაზე, თუმცა ის არაფერს აკეთებს. ბევრი ევროპული ქვეყანა იქცევა ასე, მაგრამ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან, ძალიან კარგად იქცეოდა. ვერ ვიტყოდი რომ ეს აუცილებლად ორმხრივია, იმიტომ რომ რაღაცეები ხდება რაც უკრაინისთვის კარგი არაა, თუმცა აშშ ძალიან ძალიან კარგად ექცეოდა უკრაინას", - უთხრა ტრამპმა ზელენსკის. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები უკრიანას სათანადოდ ყურადღებას არ აქცევენ. "1000%-ით გეთანხმებით. მე შევხვდი მერკელსაც და მაკრონსაც. ვუთხარი, რომ უკრაინისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ არ აკეთებენ. წესით ევროკავშირი ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი უნდა იყოს, თუმცა ეს ასე არ არის. ყველაზე დიდი პარტნიორი ამერიკაა", - უპასუხა ზელენსკიმ. მან დონალდ ტრამპმს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში "ჯაველინების" ახალ პარტიას შეისყიდის. "გვინდა, რომ რაღაც გთხოვოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრ რამეს სირთულეს აწყდება ახლა და უკრაინამ ეს ყველაფერი კარგად იცის. ბევრს საუბრობენ ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა საქმე შეაჩერა და ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, რა მოხდა, ასე რომ, რის გაკეთებასაც შეძლებთ მთავარ პროკურორთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. ეს ჩემთვის საშინლად ჟღერს", - აღნიშნა ტრამპმა, რაზეც ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა.
ამავე თემაზე: - „დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს „ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ჩემს ვაჟს, რომელიც 6 წლის არის“ - ზელენსკი ტრამპის მუქარას უარყოფს ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს უჭერს დონალდ ტრამპი: აშშ-ში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)