|
2019-09-24 19:16:54, 1776 ნახვა
საზოგადოება
„მთავარი არხის“ წილი ნიკა რურუას ძმამ იყიდა
"მთავარი არხის" 2.5%-იანი წილი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერის, ნიკა რურუას ძმამ, გიორგი რურუამ იყიდა. ამასთან, საკონტროლო პაკეტის 51%-იანი წილის მესაკუთრედ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რჩება. გიორგი რურუა ვალდებულებას კისრულობს, რომ ანჯაფარიძის საკუთრებაში არსებული 49%-დან 2.5%-ის მის საკუთრებაში დარეგისტრირებიდან ერთი დღის განმავლობაში, კომპანიის საწესდებო კაპიტალში (ანგარიშზე) 250 000 აშშ დოლარს ფულადი სახით შეიტანს. ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე კი წილის მიმღებმა 2 500 ლარი გადაიხადა. შპს „მთავარი არხის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად არ შეასრულებს ვალდებულებას, კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე) ის დაკარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების შედეგებსაც, ხოლო წილი საკუთრებაში დაუბრუნდება კახაბერ ანჯაფარიძეს. თუკი გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად შეასრულებს ვალდებულებას, ის კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება.
ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)