|
2019-09-24 19:11:19, 1478 ნახვა
საზოგადოება
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, აფგან მუხთარლიმ ბაქოს ციხეში შიმშილობა შეწყვიტა
თბილისიდან გატაცებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ შიმშილობა შეწყვიტა, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. მუსტაფაევას განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. ცნობისთვის, მუხთარლიმ აზერბაიჯანის ციხეში შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)