08:10 - 28 Jul, 2026
|
2019-09-24 16:23:41, 1481 ნახვა
საზოგადოება
თელავში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
თელავში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების განცხადებით, 50 წლამდე მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე ის კომატოზურ მდგომარეობაშია. მას ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)