|
2019-09-23 19:11:59, 1658 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროგრამებს აკრედიტაცია მიენიჭა
საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებს, რომლებიც იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მოამზადა, აკრედიტაცია მიენიჭა. “მოხელის მენეჯერული უნარები” და “პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება” - ეს ის პროგრამებია, რომლებზეც აკრედიტაცია 5 წლის ვადით გაიცა. აღნიშნული საბაზისო პროგრამების გავლა სავალდებულოა მათთვის, ვინც საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე პირველად ინიშნება. საჯარო სამსახურს მსგავსი პროგრამები აქამდე არ ჰქონია და ეს პირველია, რომელზეც მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ იუსტიციის სასწავლო ცენტრზე აკრედიტაცია გასცა. საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრი მზად არის უზრუნველყოს პროფესიული საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესის სისტემური და ხარისხიანი წარმართვა. როგორც ცნობილია, 2015 წელს მიღებული კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებსაც ითვალისწინებს.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)