|
2019-09-23 14:49:39, 1184 ნახვა
საზოგადოება
ქართული ხორბლის დაცვის მიზნით უწყებათაშორისი ჯგუფი იქმნება
ხორბლის ენდემური სახეობების, უძველესი ქართული ჯიშების, ფორმების და პოპულაციების დაცვის და წარმოებაში დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისი ჯგუფი იმუშავებს. აღნიშნულ ჯგუფში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და ფერმერები გაერთიანდებიან. უწყებათაშორის ჯგუფში განიხილება ქართული ხორბლის კულტურის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მსოფლიოს გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში შეტანისთვის გარკვეული ვალდებულებების შესრულების საკითხებიც. „სამუშაო ჯგუფი, მუდმივ რეჟიმში, გარკვეული პერიოდულობით გაცვლის ინფორმაციას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდეგ დავგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები გამოწვევებთან მიმართებაში. ასევე, უმნიშვნელოვანესია მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ქართული ენდემურ ჯიშებზე აქტიურ კამპანიას ვგეგმავთ იუნესკოში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ხორბლის სერტიფიცირების სისტემაზე, სათესლე მასალის სტანდარტებზე, გენბანკის მუშაობასა და ეროვნული კატალოგის შევსებაზე გამახვილდა. სათესლე მასალის სერტიფიცირების პროექტი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 2015 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით დაიწყო. შეიქმნა კანონი, რომლის მიზანიც ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება და ფერმერებისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდებაა, რაც მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან იცავს. შეიქმნა ეროვნული კატალოგიც, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, ფერმერთა ასოციაციის, მარცვლეული ლოჯისტის კომპანიის, კომპანია ლომთაგორას, ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები და ქართული ხორბლის თესლის მწარმოებელი ფერმერები ესწრებოდნენ.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)