|
2019-09-23 10:45:39, 911 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. „დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმით, რომ გარემოს გულშემატკივრები უარს ამბობენ პირადი ავტომობილით სარგებლობაზე, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ, ჯანსაღ ტრანსპორტს. აუცილებელია გავაცნობიეროთ გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა, ვინაიდან, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. ჰაერის პოლიტიკის კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგით. წლის დასაწყისში, ჰაერის პორტალის პრეზენტაცია გავმართეთ. აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დეტალურად, რეალურ დროში დაააკვირდეს ჰაერის მდგომარეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, ამ კუთხით, ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი - სადგურების დამატება და პორტალზე მეტი ინფორმაციის დატანა გვაქვს გეგმაში; უახლოეს მომავალში ჰაერის მონიტორინგი ევროპული სტანდარტების მიხედვით განხორციელდება. მონიტორინგი კი, პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ შემდგომში ჰაერის გაუმჯობესების ღონისძიებები ეფექტიანად განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი აქტიური ჩართულობა. „მთავრობა და პარლამენტი ძალიან მჭიდროდ მუშაობს, რომ ევროპული მოთხოვნების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა გვქონდეს, მაგრამ კანონმდებლობა კანონმდებლობად დარჩება, თუ ჩვენი გარემოსდაცვითი განათლება და ამ მიმართულებით ცნობიერება არ გაიზარდა. დღევანდელი და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ გარემოსადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე და ვიფიქროთ უკეთესობისკენ შეცვლაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დღევანდელი ველომსვლელობა - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ - ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშმრომლობით, საქართველოს გაეროს წარმომადგნელობის მხარდაჭერით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის „სუფთა ჰაერისათვის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, გაერიოს ელჩმა, საბინე მახლიმ, შვედეთის სამეფოს ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა, სპორტსმენებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)