|
2019-09-16 10:07:57, 933 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო
დღეიდან, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა. უწყების ცნობით, სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი, 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. სწავლა გადაიდო შემდეგ სკოლებში: თბილისის #122 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #130 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #45 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #60 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #149 საჯარო სკოლაში(განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #177 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #191 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), თბილისის #208 საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის #23 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის #150 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის #2 საჯარო სკოლაში (განახლდება 23 სექტემბერს), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში (განახლდება 30 სექტემბერს), სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), გორის #4 საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა (განახლდება 30 სექტემბერს), დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საჯარო სკოლა (განახლდება 23 სექტემბერს).
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)