01:02 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 10:34:07, 1671 ნახვა

საზოგადოება
მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მხატვრის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

რთული რელიეფის გამო, გასულ წელს მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად, თავდაპირველად, ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები ჩატარდა. მიმდინარე წელს კი საგზაო პროექტის განხორციელება დაიგეგმა.   

პირველ ეტაპზე, მხატვრის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „სილქნეტმა“  მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ბორდიურიც.

ამ დროისთვის, მოწესრიგებული ქუჩის ერთ მონაკვეთზე ქვაფენილის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„მხატვრის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება დასკვნით ეტაპზე გადადის, რაც სასიხარულო ფაქტია. აქ მცხოვრებ ადამიანებს დაზიანებული გზის, გაუმართავი კომუნიკაციებისა და რთული რელიეფის გამო, გადაადგილების პრობლემა ექმნებოდათ. ამ დროისთვის, მიწისქვეშა ქსელები მოწესრიგებულია და დარჩენილია გზის საფარის განახლების სამუშაო. ქუჩის ნაწილზე ქვაფენილი მოეწყობა, ხოლო ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება, რაც კომფორტულად გადაადგილების პირობებს შექმნის“, - განაცხადა ვაკის გამგებელმა.

  მხატვრის ქუჩაზე სულ, 1 800-მდე კვ. მ ფართობის გზა განახლდება. პროექტის ღირებულება 120 556 ლარს შეადგენს. 

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics