01:02 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 11:49:01, 1127 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე განახლებულ გაზსადენზე გადართვითი სამუშაოები დასრულებულია

კომპანია „თბილისი ენერჯიმ" ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 2 კილომეტრის სიგრძის ძველი და ამორტიზირებული გაზსადენი სრულად განაახლა.

მილსადენი რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა ვაკის რაიონს და რომელზეც საარემონტო სამუშაოები ათწლეულების განმავლობში არ ჩატარებულა, სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება ვაკის რაიონის გაზმომარაგება.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა. „თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ - სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ხშირად გაანიავეთ ფართი, განსაკუთრებით, ცივი ამინდების დროს.

გახსოვდეთ, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

„თბილისი ენერჯი“ - უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics