|
2015-07-13 12:08:52, 818 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტო ‘’Fast track textile’’-თან მემორანდუმს გააფორმებს
აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე სამკერვალო ქარხანა ‘’Fast track textile’’- ს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. სააგენტოს ხელმძღვანელი ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო პირობებზე ესაუბრა. შეხვედრაზე მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებზე შეთანხმდნენ, რომელიც აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოსა და სამკერვალო ქარხანა ‘’fast track textile’’- ს შორის მომავალ კვირას უნდა გაფორმდეს. ცნობისთვის, შპს Fast track textile-ს საწარმო დაბა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარეობს. აქ დასაქმებული ადამიანების კვებასა და ტრანსპორტირებაზე კომპანია ზრუნავს. სამუშაოს ხანგრძილივობა 9 საათია. ხელობის შესწავლა ადგილზევე ხდება, ანაზღაურება კი გამომუშავების მიხედვით არის. ‘’Fast track textile’’-ს დღეისიათვის 350 თაამშრომელი ყავს დასაქმებული და სამომავლოდ დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას 700-მდე გეგმავს. სააგენტო სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფს 400 სამუშაოს მაძიებლის სამკერვალო ქარხანაში დასაქმებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)