23:37 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 14:45:10, 1892 ნახვა

საზოგადოება
momxmarebeli.ge – კოსმეტიკურ საშუალებებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

არასამათავრობო ორგანიზაცია  momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შეძენილი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების 35 სახეობიდან, 5 ნიმუშში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა.

მათი განმარტებით, აღმოჩენილი პარაბენების გამოყენება ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში აკრძალულია.

„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში“, - აღნიშნულია momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, მავნე ნივეთიერება აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

  • ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“  - L'Oreal Co
  • ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy - Quimi Romar S.L.U
  • თმის საღებავი CLAIROL - Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati
  • ფრჩხილის ლაქი Olivia - Orkide Cosmetics
  • თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline - Bell Cosmetics

„ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.  

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად. 

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics