22:21 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 13:49:59, 1889 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა

გლდანის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ილორის ქუჩა N2 და უწერის ქუჩა N11 კორპუსების მიმდებარედ ჩატარდა. 

სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა კომბინირებული სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

ორივე მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 48 595 ლარი დაიხარჯა. უწერის ქუჩაზე, სპორტულ მოედანთან ერთად, ფიტნეს ზონაც მოეწყო, სადაც სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორები განთავსდა.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნების შეკეთების სამუშაოები ასევე, გლდანის მერვე მიკრორაიონის N34, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N5, მრევლიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 და გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსების მიმდებარედ განხორციელდა. 

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა -„პე ბე“ და „დოკასპორტი“ განახორციელეს.

 

 

 

(NS) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics