22:22 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 11:18:46, 845 ნახვა

საზოგადოება
ჯანჯღავას პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 7 600 კვ. მ ფართობი, სადაც ამ დრომდე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, გზის საფარი კაპიტალურად ეწყობა და ასფალტის საფარი იგება.

სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და  წყალარინების სისტემა მოაწესრიგა. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს და პარლამენტის  მაჟორიტარ დეპუტატებთან,  შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული ქუჩა რაიონში ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთი იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. წყლის სისტემის მოწყობის შემდეგ, გამგეობას შესაძლებლობა მიეცა, საგზაო სამუშაოები დაეწყო და მოსახლეობას მოწესრიგებული გზით ესარგებლა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 379 107 ლარია გათვალისწინებული.  

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევის რეაბილიტაცია განახორციელა, ამ ეტაპზე კი საგზაო სამუშაოები ჯანჯღავას შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში ხორციელდება. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics