|
2019-09-06 11:00:39, 749 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: „EUROJUST"-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა ევროკავშირის სივრცის ნაწილი გახდა
EUROJUST"-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა, რომელიც ევროპული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ იუსტიციის სისტემას, არამედ პროკურატურის ორგანოებს და სასამართლოებს, გახდა ევროკავშირის სივრცის ნაწილი“, - ამის შესახებ იუტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პროგრამის წარდგენისას განაცხადა. იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. აქ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვრის მართვის სტრუქტურებსა და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში, რა თქმა უნდა, დავრჩებით. წინა დამტკიცებისას მე გეუბნებოდით სწორედ ამ ტრიბუნიდან, რომ „EUROJUST"-თან ვაწერდით ხელს შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელმოწერილია. შესაბამისად, შეთანხება 27 ივლისიდან არის ძალაში და საქართველოს იუსტიციის სისტემა ევროკავშირის სივრცის ნაწილია. თქვენ იცით, რომ ევროპული გაგებით იუსტიციის სისტემა არ ნიშნავს მხოლოდ სამინისტროს, არამედ ეს ნიშნავს პროკურატურის ორგანოებს, ნიშნავს სასამართლოებს. მთელი ჩვენი იუსტიციის სისტემა, ფართო გაგებით, 27 ივლისიდან გახლავთ ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ სახელწიფო ინტერესის ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში და როდესაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, იუსტიციის სამინისტრო იქნება ინიციატორი ევროპული კონფერენციისა აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე.
(NS)
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)