|
2019-09-04 12:52:38, 842 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ Apple Pay-ს პრეზენტაცია გამართა
„თიბისიმ“ Apple Pay-ს პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება სასტუმრო „სტამბაში" გაიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას გადახდის ინოვაციური სერვისის და მისი გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოში ამოქმედებიდან ამ დრომდე Apple Pay-ზე უკვე თიბისის 15 000-ზე მეტი ბარათი გააქტიურდა. Apple Pay მობილური გადახდების ინოვაციური სერვისია, რომლით სარგებლობა iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის მომხმარებლებს შეუძლიათ. Apple Pay მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში გადახდას უფრო სწრაფს, მარტივს, უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის. Apple Pay უკვე ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც თიბისი ბანკის ბარათით/ბარათებით სარგებლობს. გადახდების განხორციელება შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ Apple-ის მოწყობილობების საშუალებით ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ს ინსტალაცია ძალიან მარტივია და მისი გამოყენებისას თიბისის მომხმარებლები ავტომატურად მიიღებენ ყველა იმ სარგებელს, რასაც ისინი მანამდე, თიბისი ბანკის საკრედიტო ან სადებეტო ბარათით სარგებლობისას იღებდნენ. უსაფრთხოება Apple Pay-ს მთავარი შემადგენელი ნაწილია. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით. iphone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შესაძლებელია მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ ბევრ სხვა ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინ შოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო აღარ არის. Apple Pay –თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი. „თიბისი ბანკის“ ბარათებით Apple Pay-თ სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია მითითებულ ბმულზე: www.tbcapplepay.ge Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apple.com/apple-pay/
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)