20:06 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 20:23:56, 1233 ნახვა

საზოგადოება
შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეების მოთხოვნები გააჟღერა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მიმდინარეობს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განმარტა, დემონსტრანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.

„ჩვენი მოთხოვნები არის შემდეგი - გიორგი გახარიას კანდიდატურა აუცილებლად უნდა ჩავარდეს და 50 კაცი რომ წარადგენს და მერე 76 კაცმა მხარი, რომ უნდა დაუჭიროს, რა ტრიუკიც გააკეთეთ ახლა ეგ აალაგეთ, მოწმიდნეთ და წარადგინეთ შემდეგი პრემიერობის კანდიდატი და სასწრაფოდ დაიწყეთ ყველა პროცედურა, რაც აუცილებელია პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად 2020 წელს.  ნუ გადაახტებით თქვენს სიტყვებს. სასწრაფოდ ჩაინიშნოს საჭირო სხდომები და დაიწყოს ყველა პროცედურა, რომ უმოკლეს ვადებში უზრუნელყოფილი იყოს ის, რასაც დაპირდით ქართულ საზოგადოებას და გააფორმეთ არჩევნები 2020 წელს. და მესამე, 20 ივნისის ღამეს დაკავებულები გამოუშვით“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics