20:08 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 14:32:09, 1242 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვების კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. 

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმაც მიიღეს, რომლებიც მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოთხოვნით, ხმაურის გამო, დარბაზიდან გააძევეს. 

ცნობისთვის, სახალხო განხილვების კომისია 13 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული. ასეთი ტიპის კომისიის შექმნა საჭიროა, რათა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილება განიხილონ, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. არჩევნები ერთჯერადად ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics