|
2015-07-10 18:45:22, 617 ნახვა
საზოგადოება
მერიის განკარგულებით, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან გამოსახლებულებს საცხოვრებელ ფართებს გამოუყოფენ
„თბილისის მთავრობის განკარგულებით, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან გამოსახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საცხოვრებელ ფართებს სარგებლობაში მიცემის უფლებით გადასცემენ“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ნაძალადევის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, თბილისის მერია და გამგეობა გამოსახლებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელ ფართს სამგორში ან კოჯორში გამოუყოფს. „დაახლოებით თვენახევრის წინ გამოიცა თბილისის მთავრობის განკარგულება, რომელსაც მერმა დავით ნარმანიამ მოაწერა ხელი. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს, გამოსახლების შემთხვევაში შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები და ვუთხარით, რომ არავითარ შემთხვევაში ქუჩაში არ დარჩებოდნენ. აღნიშნულ განკარგულებაში წერია, რომ თბილისის მერია და გამგეობა გამოსახლებულ ოჯახებს ფართს სამგორში ან კოჯორში გამოუყოფს. თუმცა, ეს შენობები ჯერჯერობით არ არის კეთილმოწყობილი, მერია მალე დაიწყებს საცხოვრებლების კეთილმოწყობას და ამის შემდეგ შეეძლებათ ამ ოჯახებს გადასვლა. ეს ფართები არ იქნება საკუთრებაში გადაცემული, ეს არის ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ფართები გამოსახლებულ ოჯახებს გადაეცემათ, როგორც სარგებლობაში მიცემის უფლებით. ეს ადამიანები იცხოვრებენ მანამ, სანან საკუთარი ფართი არ ექნებათ, მათ გამგეობის და მერიის მიერ გადაცემული ფართებიდან გამოსახლება არ ემუქრებათ“,- განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ გლდანი-ნაძალადევის გამგეობის პრესსამსახურში. ცნობისთვის, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან გამოსახლება დაიწყო. კორპუსებში სოციალურად დაუცველი ოჯახები 2006 წლიდან ცხოვრობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)