20:06 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 16:53:16, 933 ნახვა

საზოგადოება
ქოშიგორას დასახლებაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

თბილისის მერმა ქოშიგორას დასახლებაში ახლადრეაბილიტირებული შიდა გზები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძის თქმით, დასახლება თანდათან ვითარდება და მნიშვნელოვანია, აქ სხვა ინფრასტრუქტურული საკითხებიც მოგვარდეს.

„ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინაც ვიმყოფებოდით და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. დაახლოებით, ორ კილომეტრამდე გზის საფარი მოეწყო, რადგან მძიმე მდგომარეობის გამო, აქ ავტომანქანით გადაადგილება რთული იყო. აღნიშნული დასახლება ვითარდება და საკმაოდ პრესტიჟული ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დავეხმაროთ. მათ შორის, მოსაგვარებელია წყალარინების ქსელის პრობლემა. ჩვენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ამორტიზებულ საფარს, მოეწყო მიწის ვაკისი და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. გარდა ამისა, გასულ წელს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, ქოშიგორას დასახლებაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა დააგო.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა. პროექტის განხორციელებისთვის 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

შესრულებული სამუშაოების შედეგებს, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics