|
2019-08-27 12:07:04, 892 ნახვა
საზოგადოება
ატენის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ორდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების და პილოტების დახმარებით ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს. რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, რის შემდეგაც მთელი ღამის განმავლობაში, სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტყის მასივში დარჩა 30 მეხანძრე-მაშველი. საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა და დილიდან განაახლა ფრენა. საერთო ჯამში მათ 28 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის ღია კერებს 56 ტონა წყალი დაასხეს. ბოლო ინფორმაციით დამწვარია 3 ჰექტარზე არსებული წიწვოვანი ტყის მასივი.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)