16:40 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 11:57:30, 1355 ნახვა

კომენტარი
ღარიბაშვილი: როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები, ისე ჰყავთ მათაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში, „დინამო“ – „გაბალას“ მატჩზე მომხდარ ინციდენტს გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნევს. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მომხდარი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.

„ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით. ეს ჩვეულებრივი პროვოკაციაა და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ, ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება", - განაცხადა პრემიერმა. 

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილბრივ „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ გუშინდელ მატჩზე ინციდენტი მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა პლაკატები გამოფინა, სადაც აზერბაიჯანის შემადგენლობაში რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ნაწილმა საქართველოს დროშა დაწვა და მასზე ფეხით დადგნენ.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და სხვადასხვა ნივთი ესროლეს. „დინამოში“ აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ „უეფას“ აცნობებენ.

მომხდარს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო" - “გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი გამოფინეს  წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics