|
2019-08-23 16:48:34, 1380 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, რეკომენდაციებს იძლევა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საქართველოში მოსალოდნელი ცხელი ამინდების გამო რეკომენდაციები გასცა. გამყრელიძის თქმით, ასეთ ამინდებში განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მცირეწლოვანი ბავშვები, 75 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები მიეკუთვნებიან. „ვიყოთ სიგრილეში ამ დროს, თავი მოვარიდოთ სიცხეს, არ ვიაროთ მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ ეს აუცილებლობაა, დაფარული გვქონდეს ტანის და, განსაკუთრებით, თავის ნაწილი ღია ფერის ტანსაცმლით. სისტემატურად მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და ვეცადოთ, რომ ხშირად გავგრილდეთ, ანუ, მივიღოთ შხაპი რაც შეიძლება ხშირად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, დღის განმავლობაში ოთახში ტემპერატურა 32-ს, ხოლო ღამით - 24 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)