16:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 13:17:50, 903 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge შეუძლიათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული ქულებიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.

 მისივე ინფორმაციით,  საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics