|
2019-08-22 12:52:24, 1263 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „რუსთავი 2“-დან წასულ ჟურნალისტებს სამართლებლივ დახმარებას სთავაზობს
მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს, - ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან არხის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის და რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის გათავისუფლების შემდეგ, კურიერის წამყვანებთან - დიანა ჯოჯუასა და მიხეილ სესიაშვილთან ერთად არხიდან საკუთარი ნებით წავიდნენ წავიდნენ შემდეგი ჟურნალისტები: 1. პაატა იაკობაშვილი 2. ქეთი კვაჭანტირაძე 3. თამარ ჭავჭავაძე 4. ანნა წერეთელი 5. თენგო გოგოტიშვილი 6. სოფო ზურაბიანი 7. ქეთი ქებაძე 8. თეო გილიგაშვილი 9. სოფო ხუციშვილი 10. თამარ ბაღაშვილი 11. ქეთი ნადიბაიძე 12. დავით ერაძე 13. დავით ქაშიაშვილი 14. სოფო ვარდიაშვილი 15. თეა ადეიშვილი 16. ლაშა კვესელაძე 17. გვანცა სუთიძე 18. ნათია ტრაპაიძე 19. ნინო სამყურაშვილი 20. ეკო მაღრაძე 21. გიგლა თუმანიშვილი 22. მაიკო ლომიძე 23. ეკა გაგუა 24. ჯეიხუნ მუჰამედალი 25. მარიამ გაფრინდაშვილი 26. ნინო გაზდელიანი 27. რუსუდან ჯაბანიშვილი 28. თამთა დოლენჯაშვილი 29. ქეთა ციცქიშვილი 30. ანუკი ბუავა 31. ემა გოგოხია 32. თამარ ჩანტლაძე 33. ნათია გოგსაძე 34. თაკო სურგულაძე 35. მარიკა გოცირიძე 36. დავით დვალიშვილი 37. ნინა მაჩაბელი 38. ქეთი სობონი 39. მარიამ შანშიაშვილი 40. ჟანა აკოფაშვილი 41. თამთა ჯიქია 42. თათია წოწონავა 43. მაკა ფანქველაშვილი 44. ნინო ვარძელაშვილი 45. სოფო ნაცვლიშვილი 46. ნინო შურღაია 47. მაკა ანდრონიკაშვილი 48. ნინო კეკელია 49. სოფო ხუციშვილი 50. ნინო დვალიშვილი 51. ნათია ჟამერაშვილი 52. ეკა სარია 53. თამარ მესხი 54. ნანა სისვაძე 55. რუსუდან გიორგაძე 56. გიორგი გვიშიანი 57. ია გულიაშვილი „მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს. ცხადია, ყოველივე ეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ინტერესს წარმოადგენს. აქვე აღვნიშნავთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ დაიცავს ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის სამართლებრივ ინტერესებს. ჩვენი ორგანიზაცია, სურვილის შემთხვევაში, მზადაა, “რუსთავის 2”–ის სხვა თანამშრომლებსაც აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)