|
2019-08-21 17:09:02, 1056 ნახვა
საზოგადოება
გვარამია: ორშაბათიდან ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას ვიწყებთ
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ახალ, მის მიერ დაარსებულ ტელევიზიაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. როგორც გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ახალი ტელევიზიისთვის ინვესტორები, შენობა და ტექნიკა უკვე არის, ორშაბათიდან კი ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას დაიწყებს. „მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს , შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის TV -ა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო, არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება. p.s. ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია. p.p.s. ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის“, - წერს ნიკა გვარამია.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)