|
2019-08-21 11:49:55, 712 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის „წყალი და ადამინის უფლებები“ მონაწილეები ესტუმრნენ
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს CENN-ის მწვანე ბანაკის „წყალი და ადამინის უფლებები“ მონაწილეები ესტუმრნენ. სტუმრებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა იმ აქტივობებზე, რომელშიც მოსწავლეებს სამომავლოდ შეეძლებათ ჩართვა და ცენტრთან თანამშრომლობა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო თემას კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოისმინეს კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის კახაბერ მდივანის პრეზენტაცია “კლიმატის ცვლილების გავლენა წყლის რესურსებზე საქართველოს რეგიონების მაგალითზე”. მწვანე ბანაკის მონაწილეებმა ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ასევე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესებისა და ვადების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბანაკის მონაწილეებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. მწვანე ბანაკის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
(NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)