02:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 11:53:57, 3195 ნახვა

მსოფლიო
მაკრონმა პუტინს რუსეთში სიტყვისა და აზრის თავისუფლების სრულად დაცვისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას  ყურადღება რუსეთში, როგორც ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში,  სიტყვისა და აზრის თავისუფლება დაცვაზე გაამახვილა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სჯერა ევროპული რუსეთის.

"ჩვენ ამ ზაფხულს პროტესტის, სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ მოვუწოდებდით. რაც რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში, სრულად უნდა იყოს დაცული, იმიტომ, რომ მე მჯერა ევროპული რუსეთის“, -  მიმართა  ვლადიმერ პუტინს ემანუელ მაკრონიმ.

სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრა 3.5 საათს გაგრძელდა და მისი დიდი ნაწილი დახურული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics