22:30 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 14:51:34, 1461 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული  დ.კ. დამნაშავედ ცნო.

უწყბის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ვაგზლის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. თავს დაესხნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს ე.ჯ.-ს და დანების გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით 875 ლარის ღირებულების პირადი ნივთები გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა დ.კ. და არასრულწლოვანი რ.კ. 2018 წლის 7 აგვისტოს, ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით  (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ. დ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო არასრულწლოვან რ.კ.-ს მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.

არასრულწლოვან რ.კ.-ს საქმე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და ცალკე წარიმართა სასამართლოში განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics