05:19 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 12:12:26, 933 ნახვა

რეგიონი
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს.

მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. სასაზღვრო ბარიერების მონტაჟი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად,  გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics