|
2019-08-17 12:27:44, 986 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბრატისლავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ბრატისლავის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთან იურაი მაიტანთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სლოვაკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი იურაი პივოვარჩი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ დონეზე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებზე. დაისახა კონკრეტული გეგმები, რაც ქართული და სლოვაკური კომპანიების ბიზნეს თანამშრომლობის გაფართოებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა სლოვაკეთში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგული კამპანიის წარმოების შესაძლებლობები განიხილეს. დაისახა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების გზები. შეხვედრაზე სლოვაკეთის ტურისტულ გამოფენაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობის ინიციატივაც გამოითქვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)