|
2019-08-16 11:17:18, 623 ნახვა
რეგიონი
გუგუტიანთკარის მცხოვრები: რუსები გვეუბნებიან, კეთილ საქმეს ვაკეთებთ, 35 მეტრს გიტოვებთო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრების განცადებით, ადგილობრივები ხელისუფლებისგან თანადგომას ითხოვენ. მისი განმარტებით, მარტო ვერაფერს გახდებიან. „გვერდზე დგომა გვინდა მთავრობისგან, თორემ ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაგათ პერიმეტრს ვინ გაიგებს, ჩვენმა მთვარობამ არ იცის და ჩვენ რა ვიცით. ის კი ვიცით, რომ აქეთა ბანერი არის ძველი ბანერები და მაგის ქვემოთ მოდიან. იმ დღეს ველაპარაკებოდი და ასე თქვეს კეთილ საქმეს ვაკეთებთო, კიდევ ქვევით გადაწევის უფლება გვაქვს და 35 მეტრს გიტოვებთო“, - განაცხადა გუგუტიანთკარის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)