|
2019-08-15 18:42:38, 673 ნახვა
რეგიონი
შუახევში სანერგე, საჩითილე მეურნეობის მშენებლობა მიმდინარეობს
შუახევში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში ,,სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარის ფერმერების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სანერგისა და საჩითილე მეურნეობების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დრირექტორთან გოჩა ბერიძესთან ერთად გაეცნო. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სანერგე და საჩითილე მეურნეობა, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის უვირუსო ხეხილოვანი ნერგებისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოებისთვის. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.სანერგე და საჩითილე მეურნეობები მოემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდებიან სპეციალისტები; ფერმერები და აგრომეწარმეები მიიღებენ იმავე ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებულ სარგავ და საჩითილე მასალას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)