23:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 14:20:57, 1599 ნახვა

სამართალი
იურისტ თედ ჯონასს ლევან ვასაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

იურისტ თედ ჯონასს ლევან ვასაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი  შეაქვს - ამის შესახებ ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

წერილში, რომელიც თედ ჯონასმა პროკურატურაში გაგზავნა, აღნიშნულია ის დარღვევები, რომელიც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ  2019 წლის ივნისში „თბილისი პრაიდისა“ და მისი მომხრეების საწინააღმდეგოდ ჩაიდინა.

„ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა  ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა”, - აღნიშნულია  საქართველოს  მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძისადმი გაგზავნილ წერილში.

მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ს საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics