|
2019-08-15 11:11:13, 765 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯი“ 2019 წლის ივლისის თვის სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ამოწმებს საცხოვრებელი ფართებსა და გაზგაყვანილობას, კუსტარულად დამონტაჟებულ გაზდანადგარებს. კომპანიის სპეციალისტებმა ივლისში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2702 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს. კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც. კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში. გთავაზობთ 2019 წლის ივლისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით. 1. ისანი-ვაზისუბანი 557 2. სანზონა 332 3. ჩუღურეთი 277 4. სამგორი 276 5. წყნეთი 257 6. გლდანი 197 7. კრწანისი 184 8. საბურთალო 174 9. ნაძალადევი 171 10. ნუცუბიძე 93 11. დიდუბე 65 12. დიღომი 51 13. ვაკე 40 14. მთაწმინდა 28
სულ 2702
(NS)
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)