11:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 18:27:36, 1213 ნახვა

საზოგადოება
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხვალ 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება

14 აგვისტოს, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი „თელასის“ გეგმიური სამუშაოებია, რის გამოც, საბაგიროს დროებით ენერგომომარაგება შეუწყდება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს "თელასის" გეგმიური სამუშაოების გამო "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics