|
2019-08-13 16:54:25, 1099 ნახვა
საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონში ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია
გლდანის მე-8 მიკრორაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძეს გააცნო. ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება: ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებისა და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საკითხი. ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები, დამონტაჟდება საჩრდილობლები და სხვა საპარკე ინვენტარი. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება ხუთი ბაღი. „ამჟამად თბილისში 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთს შემოდგომაზე ეტაპობრივად გავხსნით. ახალი შენობები აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებისთვისაა სავალდებულო - მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ბავშვთა უსაფრთხოება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.
(NS)
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)