|
2019-08-12 10:06:01, 1393 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო ექსპერტი საქართველოში ფისტას და ზეთისხილის კულტურების განვითარების შესაძლებლობებს ეცნობა
საქართველოში ფისტას და ზეთისხილის კულტურის განვითარების პოტენციალის შესწავლის მიზნით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტის, ექსტენციის სპეციალისტი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ფერმერი ფერმერს“ ექსპერტი ლუის ფერგუსონი იმყოფება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ლუის ფერგუსონს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე უმასპინძლა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა ექსპერტს საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერებინა, სადაც 300-მდე სახის ხეხილოვანი, მათ შორის, კურკოვანი და კენკროვანი უნიკალური ნარგაობებია გაშენებული. მეცნიერებმა ლუის ფერგუსონს ასევე, ჯიღაურაში განთავსებული ეროვნული საგანძურის - საკოლექციო ვენახის შექმნის ისტორიის და მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო - პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფისტას და ზეთისხილის კულტურების გაშენების მიმართულებით, ფერმერების მხარდაჭერას გეგმავს. „მე საქართველოში USAID-პროექტის ფარგლებში ფისტას კულტურის განვითარების პოტენციალის შესწავლის მიზნით ვიმყოფები. ჩემი დაკვირვებით, საქართველოს, ნამდვილად დიდი რესურსი აქვს ამ კულტურის განვითარების, რადგან ქვეყანას სათანადო კლიმატური გარემო და წყალი აქვს, რაც სუბტროპიკული კულტურების გაშენების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ლიუს ფერგუსონმა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი იმყოფებოდა.
(NS)
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)