|
2019-08-11 14:36:51, 1171 ნახვა
საზოგადოება
საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი კაჭრეთში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა დედაქალაქსა და რეგიონებში, ძირითადი დამბინძურებლები და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგადაც მონაწილეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს მონაწილეები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს -air.gov.ge, მისი გამოყენების ინსტრუქციას და პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას გაეცნენ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ლექციებისა და შეხვედრების გამართვას, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის, დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის ხარისხის ზეგავლენის შესახებ. NS
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)